ჯან-მედი თურქეთიდან ზუგდიდში „მედიკალპარკის“ წამყვან სპეციალისტებს ჩამოიყვანს

ზუგდიდში მოქმმედი დიაგნოსტიკური ცენტრ „ჯან-მედის“ დამფუძნებელი ლელა ქაჯაიამ თურქეთში, „მედიკალპარკის“ ჰოსპიტალების ქსელის სამი საავადმყოფოს მენეჯმეტთან შეხვედრები გამართა.
როგორც stv.ge-ს „ჯან-მედში“ განუცხადეს შეხვედრების ფარგლებში თანამშრომლობის რამდენიმე მიმართულება იყო განხილული, ერთ-ერთი კი თურქეთიდან წამყვანი სპეციალისტების ზუგდიდში, „ჯან-მედიში“ ვიზიტების საკითხს შეეხებოდა.
როგპრც დიაგნოსტიკურ ცენტრში აცხადებენ „უახლოეს მომავალში, სპეციალისტების ჩამონათვალს შემოგთავაზებთ, რომლებიც ჩამოვლენ ჯან-მედიში ვიზიტით და ადგილობრივ პაციენტებს გაუწევენ კონულტაციას“




![ჯან-მედის ორგანიზებით ზუგდიდში მესამე საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია ჩატარდა [R]](https://api.stv.ge/uploads/2025/10/lela--960x540.jpg)