რაგბის კლუბმა „ზუგდიდი“ ქუთაისის „ბაგრატი“ 34:17 დაამარცხა

რაგბის კლუბმა „ზუგდიდი“ ქუთაისის „ბაგრატი“ 34:17 დაამარცხა. საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგის შესარჩევი თამაში დღეს ზუგდიდში გაიმართა.
შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა დაესწრო. დავით ვერავა თამაშის დასრულების შემდეგ რაგბის კლუბ „ზუგდიდის“ მენეჯერს სანდრო ესაკიას და გუნდის წევრებს შეხვდა. სახელმწიფო რწმუნებულმა რაგბისტებს მხარდაჭერა აღუთქვა და ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა.
რაგბის კლუბი ზუგდიდი კაცთა, ჭაბუკთა და საფესტივალო გუნდებს აერთიანებს.
ამავე თემაზე:




![დათოვლილი ზუგდიდი [ფოტორეპორტაჟი]](https://api.stv.ge/uploads/2025/02/480334086_1092737142866271_844395432585949067_n.jpg)