განუხურის ნაპირგამაგრებაზე ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, განმუხურში, ზღვის სანაპირო ზოლის ნაპირდაცვითი და ნაპირაღდგენის სამუშაოებისთვის ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 7 724 134 ლარია. სატენდერო მოთხოვნები შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.




