რეფერენდუმის დღე ჩხოროწყუში

31 მარტი საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.
„აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ვალერი თოდუამ, ეროვნულ – განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრებმა, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” და საზოგადოების წარმომადგენლებმა ქალაქ ჩხოროწყუში ზვიად გამსახურდიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს, პატივი მიაგეს პირველი პრეზიდენტის ხსოვნას და მის ღვაწლსა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.“ – ნათქვამია ჩხოროწყუს მერიის მიერ გვარცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს პირველ პრეზიდენტს დღეს 86 წელი შეუსრულდებოდა.




