ზუგდიდში ვიზიტის ფარგლებში მინისტრი სატყეო სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ეროვნული სატყეო სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა.
შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე და ეროვნული სატყეოს სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე ესწრებოდნენ.
მინისტრმა შეხვედრაზე ბოლო დროს განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას გარემოსდაცვითი კონტროლის ეფექტიანობის ამაღლების, საკანონმდებლო ინიციატივებისა და წინადადებების შემუშავების მიმართულებებით.







