stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ამბები სამეგრელოდანახალი ამბებიდღის ამბებიმთავარი ამბები

სენაკის მუნიციპალიტეტი, უკვე მეოთხედ, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის გამარჯვებულია

21.03.2025 / 21 მარტი 2025
სენაკის მუნიციპალიტეტი, უკვე მეოთხედ, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის გამარჯვებულია

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით გამართულ საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) მეშვიდე ეროვნულ კონფერენციაზე, კონკურსში გამარჯვებულ 11 მუნიციპალიტეტს შორის, სენაკის მუნიციპალიტეტი დასახელდა.

საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის სპეციალური ჯილდო და სიგელი სენაკის მუნიციპალიტეტს მერს, ვახტანგ გადელიას გადაეცა.

საუკეთესო მუნიციპალურ პროგრამად, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ განხორციელებული პროექტი – ,,ენერგოეფექტური ტენოლოგიების დანერგვა სენაკის მუნიციპალიტეტში მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის (SEKAP) მიხედვით – დასახელდა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: დედაქალაქის მერმა, ათეა-ს პრეზიდენტმა, კახა კალაძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, საქართველოს მუნიციპალიტეტების პირველმა პირებმა და საჯარო მოხელეებმა.

ეროვნულ კონფერენციაზე სპეციალური პრიზები და სიგელები ასევე გადაეცათ ფოთის, ზუგდიდის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისის, დუშეთის, თეთრიწყაროს, დმანისის, ხარაგაულის, ონის, ბაღდათისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებს.

დაჯილდოვდნენ თვითმმართველი ერთეულების ის თანამშრომლები, რომლებმაც საკონკურსო განაცხადის შედგენაში უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა.

ჩვენი მუნიციპალიტეტიდან, საუკეთესო პრაქტიკის სპეციალური ჯილდო მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის სპეციალისტს, დალი ქაჩიბაიას გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ ვახტანგ გადელიას მერობის პერიოდში, ეს უკვე მეოთხე აღიარებაა:

2023 წლის საუკეთესო მუნიციპალურ პროგრამად, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ განხორციელებული პროექტი – შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს საგრანტო პროგრამა: „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და მათი ოჯახის წევრთა იდეების მხარდაჭერა და შემოსავლების გენერირება, შშმ პირთა საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა” – დასახელდა.

2022 წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის სპეციალური ჯილდო და სიგელი სენაკის მუნიციპალიტეტს მერს, ვახტანგ გადელიას, ნომინაციაში: კერძო-საჯარო დიალოგი და პარტნიორობა ადგილობრივ დონეზე, გადაეცა.

2021 წლის საუკეთესო მუნიციპალურ პროგრამად, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ განხორციელებული პროექტი – ,,შინ მოვლის პროგრამა” დასახელდა.

2020 წელს, სენაკის მუნიციპალიტეტს გამარჯვება, მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ, ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბეთლემში განხორციელებულმა პროექტმა – ,,სენაკის ეკონომიკური განვითარება ტურიზმის ხელშეწყობის გზით” მოუტანა.

წინა პოსტი

სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შემდეგი პოსტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, უკვე მეშვიდედ, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის გამარჯვებულია

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, უკვე მეშვიდედ, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის გამარჯვებულია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, უკვე მეშვიდედ, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის გამარჯვებულია

სენაკის მუნიციპალიტეტი N4ED-ის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) 2019-2020 წლების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია

სენაკის მუნიციპალიტეტი N4ED-ის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) 2019-2020 წლების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია

ფოთის მუნიციპალიტეტი N4ED-ის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) 2019-2020 წლების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია

ფოთის მუნიციპალიტეტი N4ED-ის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) 2019-2020 წლების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია