ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ორი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

სოფელ ქვედა ჩხოროწყუში ჭვილიშის უბანსა და ხოფელ ხაბუმეში, ჯუმითის უბანში აქტიურად მიმდინარეობს საავტომობილო ხიდების მშენებლობა.
პროექტი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში ხორციელდება და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 758 010 ლარით ფინანსდება.
მიმდინარე სამუშაოებს დღეს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი ადგილზე გაეცნენ.
ჭვილიშის უბანში ხიდის მშენებლობა მიმდინარე წლის აპრილში, ხოლო ჯუმითის უბანში 2026 წელს დასრულდება.




