ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე მდინარე ჩხოუშზე არსებული ხიდის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ 332+500-ზე, მდინარე ჩხოუშიაზე, სოხუმის ქუჩაზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაობის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხდა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 7 მილიონ 697 000 ლარია.
სახიდე გადასასვლელის ნაწილი დაზიანებულია და მოქალაქეების გადაადგილებას საფრთხეს უქმნის.




