დღეს ზუგდიდის მერიის ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის კომისიამ 10 ახალგაზრდა დააფინანსა

ზუგდიდის მერიის ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის კომისიამ 10 ახალგაზრდა დააფინანსა. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„კომისიის სხდომა, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ნიკოსეულ სასახლეში გაიმართა.
ქვეყნის ფარგლებს გარეთ სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 9 ნიჭიერი ახალგაზრდა დაფინანსდა.
ნიკოლოზ გვალია წარჩინებით სწავლობს აშშ-ის ვესტპოინტის სამხედრო აკადემიის მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე.
ნიკოლოზი სათავეში ედგა სამშენებლო და მექანიკური ინჟინერიის სპეციალისტებისგან შემდგარ კვლევით ჯგუფს, როგორც პროექტის მენეჯერი და ექსპერიმენტის მთავარი კოორდინატორი. იკავებდა ბრავო ასეულის აკადემიურ საქმეთა ოფიცრის თანამდებობას, შემდეგ გადაინიშნა მესამე ათასეულის პირველი ბატალიონის აღმასრულებელ ოფიცრად, რაც 400-მდე უმცროსი და უფროსი რანგის კადეტის მეთვალყურეობას ითვალისწინებს.
მიხეილ ლაგვილავა კავკასიის უნივერსიტეტის დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. მიხეილი სწავლას აგრძელებს საფრანგეთში, პარიზის პოლიტიკური მეცნიერების ინსტიტიტში Erasmus +-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში.
ნინო კუკავა ვენის უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტია.
ლევან ჯაბუა გერმანიის ქალაქ როსტოკის ტექნიკური სასწავლებლის IT სპეციალობის სტუდენტია.
ლუკა კიტია გერმანიის ქ. მარბურგის ფილიპეს უნივერსიტეტის კულტურული და სოციალური ანთროპოლოგიის, ევროპული ეთნოლოგიისა და რელიგიის მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტია.
დათა აბაკელია გერმანიის ქალაქ ბრემენის კონსტრუქტორ უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე სწავლობს.
ნინო კვეკვესკირი უნგრეთის ბუდაპეშტის კორვინიუსის უნივერსიტეტის სტუდენტია.
ქეთევან კვარაცხელია ვენის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტის, ციფრული ეკონომიკის, სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია.
ნინო კვარაცხელია უნგრეთის დებრეცენის უნივერსიტეტის ბიზნეს ინფორმატიკის პროგრამის სტუდენტია.
არაფორმალური განათლებისა და პროფესიული შესაძლებლობების განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა ნანო პაჭკორია.
ნინო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის დოქტორანტია, რომელიც ჩეხეთში საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს.
ცნობისთვის, 2024 წელს ახალგაზრდული მიმართულებით 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.
ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებულია:
ახალგაზრდების (სტუდენტების) ფინანსური ხელშეწყობა – მერის სტიპენდია;
ქვეყნის ფარგლებს გარეთ სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერა;
არაფორმალური განათლებისა და პროფესიული შესაძლებლობების განვითარების ფინანსური ხელშეწყობა საბუნებისმეტყველო, ტექნიკურ, ჰუმანიტარულ და ტექნოლოგიურ სფეროებში განსაკუთრებული შესაძლებლობების და მიღწევების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემა.
2024-2025 სასწავლო წლის მერის სტიპენდია 104 სტუდენტმა მოიპოვა, ხოლო სხვადასხვა მიმართულებით დაფინანსდა 80 ახალგაზრდა“ – ნათქვამია გვარცელებულ ინფორმაციაში.




