ზუგდიდის ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა

ზუგდიდის ყველა საჯარო სკოლაში დილიდან სასწავლო პროცესი აღდგა. დიდთოვლობის გამო სწავლის გადადება თავიდან სამ, სკოლას მოუწია, 26 თებერვალს კი მათი რიცხვი ათამდე გაიზარდა, 27 თებერვალს სასწავლო პროცესი მხოკოდ ნარაზენის საჯარო სკოლაში იყო გადადებული.
დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი გადადებულია წალენჯიხის სკოლებში. ისინი სწავლას 4 მარტს განაახლებენ, გაცდენილ სამ დღეს კი მომდევნო შაბათ დღეების ხარჯზე აანაზღაურებენ.




