რკინიგზა 26 თებერვალს ფოთის და ზუგდიდის რეისებს აუქმებს

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, რომ არსებული უამინდობის და დიდთოვლობის გამო, უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი, კერძოდ:
26 თებერვალი:
№869 ზუგდიდი-თბილისი;
№874 თბილისი -ფოთი;
მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდება. საქართველოს რკინიგზის რეისები აღდგება შექმნილი მეტეოროლოგიური ვითარების გამოსწორებისთანავე. საქართველოს რკინიგზა ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო.




