წალენჯიხის სკოლებში სასწავლო პროცესი სამი დღით შეწყდა

დიდთოვლობის გამო წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი პარასკევის ჩათვლით შეწყვეტილია. ინფორმაცია STV-ს რესურსცენტრში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, გაცდენილი დღეების ანაზღაურება შემდეგი სამი შაბათის ხარჯზე მოხდება.




