რა პრობლემები შექმნა თოვლმა რეგიონში – გუბერნატორის კომენტარი

დიდთოვლობამ სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში გარკვეული პრობლემები შექმნა, რეგიონის გუბერნატორის განმარტენით რამდენიმე მუნიციპალიტეტში შეიქმნა სასწავლო პროცესის გადადების აუცილებლობა:
„რეგიონში დიდთოვლობამ ძირითადად პრობლემა ფოთში შექმნა, სადაც გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად დამატებითი ტექნიკის საშუალებით ხორციელდება. რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, გზები გაწმენდილია, იყრება ტექნიკური მარილი. გვაქვს რამდენიმე სკოლასა და ბაღში, სადაც სასწავლო პროცესი გადადებულია, ზოგან ერთი დღით ზოგან ორი დღით. ეს ეხება ფოთის და სენაკის საგანმანათლებლო დაწესებულებებს და ზუგდიდის, აბაშის, ხობის სკოლებისა და ბაღების ნაწილს” – განაცხადა დავით ვერავამ.




