სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წალენჯიხაში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან კონსულტაციები და საერთო კრებები დაიწყო. ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.
შეხვედრებს მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
დასახლებებში პრიორიტეტები გამოვლინდა:
ზღვაია-გარე-განათებების მოწყობა;
ზედა-მაზანდარა-სასარიოს უბანში შიდა საუბნო გზის მოხრეშვა-მოშანდაკება, ფიფიას ქუჩაზე სანიაღვრე არხების მოწყობა,ბ.შანავას ქუჩის მოხრეშვა-მოშანდაკება.
ქვედა-მაზანდარა-საბავშო ბაღის ეზოს სათამაშოების შეძენა, წისქვილის მშენებლობა, სასაფლაოს შემოღობვა და წმ.ნინოს ქუჩაზე გზის მოხრეშვა.
ლუღერა-სამცაცხვი -მშვიდობის ქუჩის სასაფლაომდე მისასვლელ გზაზე სანიაღვრე არხებისა და ცხაურების მოწყობა;
ხვითერი-საკალანდიო-სანიაღვრე არხების ამოწმენდა, შიდა საუბნო გზის მოხრეშვა და N 3 საბავშვო ბაღისთვის ეზოს სათამაშოების შეძენა,
„სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში , მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 2025 წელს 644 000 ლარი დაიხარჯება.




