ჯგალში გარე ტრენაჟორები მოეწყო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში, ღია ცის ქვეშ მოსწავლე–ახალგაზრდობის სკვერში, სპორტული ტრენაჟორები მოეწყო. ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.
,,ტრენაჟორებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა 10 000 ლარმდე გამოიყო. როგორც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ივანე ბურდულმა აღნიშნა, პროექტი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს და ის ყველა უბანს მოიცავს.
“ბევრი მოედანი და სავარჯიშო ადგილი უნდა გაიხსნას, რომ ადამიანები დაიტვირთონ სპორტით და მეტი ივარჯიშონ. ეს პროექტი გაგრძელდება და თითქმის ყველა უბანში მოეწყობა”,–განაცხადა ბურდულმა
ტრენაჟორებზე ასაკი შეუზღუდავია და ყველა თაობაზეა გათვლილი.” ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.




