აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე და გუბერნატორი სამეგრელო-ზემო სვანეთში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებულ დავით ვერავასთან ერთად, აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანებს შეხვდა.
შეხვედრაზე, ვეტერანებისთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და მათი სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების საკითხებზე ისაუბრეს.
მთავრობის თავმჯდომარემ ვეტერანებს გააცნო ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით არსებული პროგრამები, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, დევნილ ვეტერანებთან შეხვედრებს, მათი დახმარებისა და რესოციალიზაციის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართავს.




