მამუკა წოწერია: ეს ბავშვები სოფელ ოქტომბერში დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობდნენ, ტრაგედიის დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში კი ბებიასთან იმყოფებოდნენ

ოკუპირებულ აფხაზეთში ტრაგიკულად 5 მოზარდის გარადაცვალების ფაქტს ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია ეხმაურება:
„ოკუპირებულ აფხაზეთის სოფელ საბერიოში დატრიალებულმა საშინელმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა, ენით აღუწერელი ეს ტკივილი და ტრაგედია.
ეს ბავშვები ჩვენი მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობდნენ, ტრაგედიის დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში კი ბებიასთან იმყოფებოდნენ.
ვუსამძიმრებ ოჯახს ამ დიდ ტრაგედიას,მშობლებს გამძლეობას ვუსურვებ!“ – წერს წოწერია.
ამავე თემაზე:




