ნაძვის ხის ანთებასგან დაკავშირებით ზუგდიდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოდ იმოძრავებს

23 დეკემბერს, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში “ახალი წლის დღეების” ფარგლებში გასამართ ღონისძიებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი 15:00-დან 23:00-მდე მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება. ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.
საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ყველა მიმართულებით უფასო იქნება.
,,ახალი წლის დღეების” ფარგლებში მოეწყობა სხვადასხვა დეკორაციები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
ღონისძიება 16:00 საათიდან დაიწყება. საღამოს კი საზეიმოდ ნაძვის ხე აინთება.
ახალი წლის დღეები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით წელს მეოთხედ იმართება.




