რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, საქართველოში ყველაზე თანამედროივე, მაგნიტორეზონანსული კვლევის დიაგნოსტიკური აპარატი გადაეცა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამოქმედდა Signa Hero – ს უმძლავრესი, უმაღლესი კლასის MRI – მაგნიტორეზონანსული კვლევის დიაგნოსტიკური აპარატი, რომელიც კლინიკას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ გადასცა.
მოქალაქეები აღნიშნული სერვისით ხვალიდან, 4 დეკემბრიდან ისარგებლებენ. მოწყობილობა GE Medical systems-ის მიერ 2024 წელსაა წარმოებული, არის 3 ტესლა სიმძლავრის და მისი ღირებულება 2,500,000 $ შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი მოდელის აპარატი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს გააჩნია და ის როგორც სამეგრელოს, ასევე ოკუპირებული აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეებს მოემსახურება.




