ფოთში წყალარინების სამუშაოების გამო გზების გარკვეულ მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა

ქალაქ ფოთში, სამეგრელოს ქუჩაზე, დაიწყო წყალარინების სისტემის მოწყობის სამუშაოები, რის გამოც ავტომობილების მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს:
,,სამეგრელოს ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ცალმხრივად, ქალაქის მიმართულებით კი დავითაიას ქუჩის გავლით.
წყალარინების სამუშაოების დასრულების შემდეგ, სამეგრელოს ქუჩაზე სრულად განხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა.
ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!” – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




