ანი წითლიძეს და „ნაცმოძრაობის“ სხვა წევრებს ზუგდიდში მოსახლეობა დაუპირისპირდა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ზუგდიდში ბარამიას დევნილთა ჩასახლებაში მოსახლეობამ არ შეუშვა. ადგილობრივები „ენმ“-ს ერთ-ერთ ლიდერს ანა წითლიძეს და პარტიის სხვა წევრებს ურჩევდნენ დასახლებიდან გასულიყვნენ. მოქალაქეებმა მათ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ჩადენილი დანაშაულები გაახსენეს.
„ენმ“-ის წევრებმა კი ადგილობრივების მისამართით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება დაიწყეს, რასაც ურთიერთდაპირისპირება მოჰყვა.
თავდაპირველად მცირეწლოვან შვილთან ერთად მყოფ დევნილ თეონა ქარდავას სიტყვიერი შეურაცხყოფა ანა წითლიძემ მიაყენა, რამაც ადგილზე სიტუაცია დაძაბა.




