13 სექტემბერს ზუგდიდში ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისის გახსნა და კონცერტია დაგეგმილი

ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია ხვალ ზუგდიდში ახალგაზრდულ შტაბს ოფიციალურად გახსნის. ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის ახალი შტაბი ზუგდიდში, კონსტანტინე გამსახურდიას N35-ში მდებარეობს. ოფისის გახსნის შემდეგ შენობის მიმდებარედ გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას თიკა ბალანჩინი – New One, ნიკოლშოუ და DJ ქერუბიმი მონაწილეობენ. გახსნის ღონისძიება ხვალ, 13 სექტემბერს, 18:00 საათზეა დაგეგმილი.
მსგავსი სიახლეები

ველოგასეირნება ზუგდიდში – “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის აქცია
![„ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ზუგდიდში [სრულად]](https://api.stv.ge/uploads/2024/10/463213664_1110233480467449_1093098972334588337_n-960x571.jpg)

