stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ამბები სამეგრელოდანარჩევნებიახალი ამბებიდღის ამბებიმთავარი ამბები

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის დელეგატის დავით კოდუას სიტყვა [სრულად]

22.08.2024 / 22 აგვისტო 2024
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის დელეგატის დავით კოდუას სიტყვა [სრულად]

,,ქართული ოცნების” დელეგატმა ზუგდიდის საარჩევნო ოლქში დავით კოდუამ საარჩევნო კამპანია პარტიის აქტივთან შეხვედრით დაიწყო. ქართული ოცნების ადგილობრივი გუნდის წევრებს კოდუამ საკუთარი ხედვები და გეგმები გააცნო. დავით კოდუას წარდგენას სახელმწიფო რწმუნებული, ზუგდიდის მერი და ქართული ოცნების ცენტრალური ოფისის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ამსახველი ფოტოები და ინფორმაცია დავით კოდუას ოფიციალურ ფეისბუქ ვვერდზე გამოქვეყნდა:

,,საარჩევნო კამპანია, რა თქმა უნდა, ჩვენს უმთავრეს ადამიანებთან, ადგილობრივი გუნდის წევრებთან შეხვედრით დავიწყე – მათ გარეშე წარმატება შეუძლებელია. შემოთავაზება მივიღე ჩვენი, „ქართული ოცნების“ გუნდისგან რასაც სიამოვნებით დავთანხმდი. მადლობა პარტიის ხელმძღვანელობას, გამოცხადებული დიდი ნდობისთვის, რომელიც მაძლევს საშუალებას ვიყო ზუგდიდის დელეგატი, მუნიციპალიტეტის, რომელმაც მასწავლა ყველაზე მეტი – სამშობლოს სიყვარული, ქრისტიანული ღირებულებები, საქმე, ერთგულება, ადამიანების გვერდით დგომა, თავისუფლება, დემოკრატიული პრინციპების, ჩვენი ადათის და ტრადიციების დაცვა. ვინც ზუგდიდში გაზრდილა და უცხოვრია დამემოწმება, რომ ეს ჩამონათვალი არასრულია. მადლობა ზუგდიდს და ზუგდიდელებს განსაკუთრებულობისთვის, მჯერა თქვენი გვერდში დგომით და ერთობით ბევრს შევძლებთ.

ჩემთვის „ქართული ოცნების“ დელეგატობა დიდი პასუხისმგებლობაა, თუმცა აქვე ყველაზე დიდი კომფორტი მაქვს: მე ვარ თქვენი ოჯახის წევრი და თქვენ ხართ ჩემი ოჯახის წევრები, ეს არაერთხელ დაგვიმტკიცებია ერთმანეთისთვის.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს გუნდთან ერთად ბევრს მივაღწევთ. მე ჩემი მხრიდან შემიძლია დიდი წვლილი შევიტანო ამ საქმეში, მზად ვარ არ დავიშურო ძალა, ენერგია, ჩემი ჟინი და მოუსვენრობა, რომ ჩემი ზუგდიდის სახელი გავიტანო იქ, სადაც საჭიროა. ზუსტად ვიცი რა სჭირდება ჩვენს ქალაქს, სოფლებს, ეს იყო ალბათ ის ძირითადი მიზეზი რის გამოც მმართველმა გუნდმა შემომთავაზა ახალი შესაძლებლობა. ჩვენ ერთად უკეთესი ცხოვრების პირობებს შევუქმნით ჩვენს ზუგდიდელებს.

ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ვიყო თითოეული თქვენგანის ადვოკატი საკანონმდებლო ორგანოში და დავიცვა ჩემი ქალაქის, ჩემი ზუგდიდელების ინტერესები.

ჩვენ ერთად, არაერთ გამარჯვებას მივაღწიეთ, მე დარწმუნებული ვარ, რომ მორიგი გამარჯვება 26 ოქტომბერს გველოდება, როდესაც „ქართული ოცნება” გაიმარჯვებს ამ ქვეყნის განვითარების, წინსვლისა და მშვიდობის სახელით. ჩვენ ვაპირებთ დამაჯერებლად გავიმარჯვოთ, რაც აისახება საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაში.

მე გუნდური მოთამაშე ვარ, არასდროს მითამაშია ცალკე, გვერდულად, ყოველთვის ვიყავი გუნდურობის მხარეს. მომავალშიც ასე გაგრძელდება. თითოეულ ზუგდიდელს გვერდში დაგიდგებით, თქვენ ხართ ადამიანები, ვინც ახდენდნენ გამარჯვებას და მე თქვენი იმედი მაქვს – გუნდს გვაქვს თქვენი იმედი!

„ქართული ოცნება“ არის უალტერნატივო ძალა, რომელსაც ეს ქვეყანა მშვიდობით და ღირსებით მიჰყავს ევროპის გზაზე, სწორედ „ქართული ოცნება“ იქნება ის ვინც ჩვენს ქვეყანას შეიყვანს ევროკავშირში.

მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის – მადლობა თითოეულს სოციალურ ქსელებში გამოხატული ათასობით დადებითი ემოციისთვის, წერილებისთვის, ზარებისთვის, ქუჩებში გაზიარებული სიხარულისთვის, თქვენს გულებში არსებული მხარდაჭერისთვის!

ჩვენ ერთად შევძლებთ, ჩვენი დიდი გუნდის მხარდაჭერით უფრო მეტი გავაკეთოთ ზუგდიდისთვის, სადაც ახლაც ნამდვილად კეთდება ძალიან ბევრი კარგი საქმე, რომელსაც თითოეული თქვენგანი ხედავს და სარგებლობს. საარჩევნო კამპანიის მზადების პროცესში ვართ, შევდივართ აქტიურ ფაზაში, წინ ბევრი მუშაობა, შეხვედრები, პროგრამები, საუბრები, დიალოგი, საჭიროებების განხილვები და გარდაუვალი გამარჯვება გველოდება. წარმატებები უალტერნატივო „ქართული ოცნების“ დიდ ოჯახს ქვეყნის საკეთილდღეოდ!” – წერს დავით კოდუა.

წინა პოსტი

სოფლის მეურნეობის მინისტრი ზუგდიდში მეთხილე ფერმერებს შეხვდა

შემდეგი პოსტი

დავით კოდუა: მე გუნდური მოთამაშე ვარ, მომავალშიც ასე გაგრძელდება

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდის დელეგატის დავით კოდუას განცხადება

ზუგდიდის დელეგატის დავით კოდუას განცხადება

ბიძინა ივანიშვილის სიტყვა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის გახსნაზე [სრულად]

ბიძინა ივანიშვილის სიტყვა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის გახსნაზე [სრულად]

„ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ზუგდიდში [სრულად]

„ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ზუგდიდში [სრულად]