stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ამბები სამეგრელოდანარჩევნებიახალი ამბებიდღის ამბებიმთავარი ამბებიპოლიტიკა

ჩხოროწყუში ენმ-ს ყოფილი მაჟორიტარის შვილი „კოალიცია ცვლილებებისთვის“ დელეგატად განიხილება – რა საქმეებში ფიგურირებდა ვახრტანგ ლემონჯავა

22.08.2024 / 22 აგვისტო 2024
ჩხოროწყუში ენმ-ს ყოფილი მაჟორიტარის შვილი „კოალიცია ცვლილებებისთვის“ დელეგატად განიხილება – რა საქმეებში ფიგურირებდა ვახრტანგ ლემონჯავა

არჩევნების მოახლოებასთან ერთად სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები პოლიტიკურ აქტივობებს რეგიონებშიც იწყებენ,რამოდენიმე დღის წინ ჩხოროწყუში გაიხსნა „კოლიცია ცვლილებებისთვის“ ოფისი, სადაც თბილისიდან პარტიის ლიდერებთან ერთად,  ჩამოსულები იყვნენ  პარტიის აქტივისტები, როგორც ჩვენი წყარო გვიყვება ჩხოროწყუში მელია-გვარამია-ხოშტარია-ჯაფარიძის კოლიციას გიგა ლემონჯავა წარადგენს. გიგა ლემონჯავა „ნაციონალური მოძრაობიდან“ პარლამენტის ყოფილი წევრის და ფოთის ყოფილი მერის ვახტანგ ლემონჯავას შვილია, ლემოჯავებს არაერთი გახმაურებული საქმეები უკავშირდებათ ჩხოროწყუსა და ფოთში.

გიგა ლემონჯავა მისი პარტიის მიერ გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში, ჩხოროწყუში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს. ლემონჯავას ამ ვიდეო მიმართვას ჩხოროწყუელების ნაწილი კომენტარებში სიცრუეს და ცილისწამებას უწოდებს, თუმცა კომენტარების უმეტესობა, როგორც ავტორები განმარტავენ იშლება.

„სისხლიანი პურით გაზრდილები მორალს ვერ წაგვიკითხავენ.  დანარჩენები მობრძანდით – კი ბატონო! ასე ეხმაურება ლემონჯავას განცხადებას“ კონსერვატიული მოძრაობის წევრი ლევან მამფორია.

ლემონჯავებს არაერთი გახმაურებული საქმები უკავშირდება სამეგრელოში, საზოგადოებისთვის ცნობილია ვახტანგ ლემონჯავას და ახალაიების ურთიერთობა.  ის რეგიონში, ახალაიების გუნდის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა იყო. 

ლემონჯავებს ბიზნესის შევიწროვებაში და პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებდა ფოთელი ბიზნესმენი, აგრარული ბაზრის შპს „კოლხი 21“-ის მეპატრონე ნოდარ კორსანტია, მისი განცხადებით,  ლემონჯავა ფოთის მერობის პერიოდში ცდილობდა მის შევიწროებას და ქონების დაუფლებას. 

Humanrights.ge-სთან საუბარში კორსანტია ამობს რომ: სააკაშვილისათვის საჩვენებელ შენობას რომ გვაშენებინებდა ძალით, იცით, რას გვეუბნებოდა? თქვენ თუ არ ააშენებთ, სხვა ააშენებსო! რამდენჯერ უთქვამს ჩემთვის – შენ ძალიან დიდი ქონება გაქვსო. სულ მავიწროვებდა და ცდილობდა ჩემს გაკოტრებას. აქ შემოსავალზე არ იყო საუბარი. ქონებაზე იყო საუბარი, იმიტომ, რომ ეს დღესაა წამგებიანი ბიზნესი, თორემ მოვა დრო (და ეს დრო მგონი დგება), ჩემი ობიექტი მომგებიანი გახდება“. ყვებოდა კორსანტია.

კორსანტია იხსენებს, როგორ წავიდა მისი ბიზნესი გაკოტრებისკენ. მისი თქმით, ქალაქის მაშინდელი ხელმძღვანელობა თავად უთითებდა სადამსჯელო ორგანოებს, ვისგან შეიძლებოდა ფულის „გამოძალვა“ და ამ გზით ბიუჯეტის შევსება: „გაკოტრების პირას მისულს რაღაც სრულიად უაზრო მშენებლობის დაწყებაც დამავალეს. ისედაც სამსართულიანი სავაჭრო ცენტრი მქონდა, რომლის მეორე და მესამე სართულები ცარიელია და ლემონჯავა მაძალებდა, კიდევ ახალი სამსართულიანი შენობის აშენებას მხოლოდ იმისთვის, რომ პრეზიდენტს ფოთში გამოვლის ან გადმოფრენის იშვიათ შემთხვევაში გაკეთებული ფასადი, ან მაინცდამაინც წითელი სახურავი ენახა. იძულებული გავხდი, ლემონჯავას კაპრიზი შემესრულებინა. სააკაშვილი კი გამუდმებით ბიზნესის ხელშეწყობაზე ლაპარაკობდა. აფხაზეთიდან დევნილი ვარ. თავის დროზე რუსეთში წარმატებით დავიწყე ბიზნესი, როცა სააკაშვილმა ყველა ქართველ ბიზნესმენს დაბრუნებისკენ მოუწოდა. მეც დავბრუნდი ჩემს ქვეყანაში, მაგრამ რა სიტუაციაც შეიქმნა აქ ბიზნესის კუთხით, უკვე მთელმა საქართველომ იცის“ – ყვებოდა მაშინ ბიზნესმენი.

ლემონჯავას სახელი ფოთში ავტოფარეხების დანგრევასთანაც ასოცირდება. კერძო საკუთრების ხელყოფისასთან დაკავშირებით მოქალაქეები  ღიად საუბრობდნენ.


ლემონჯავას მშობლიურ სოფელ ლესიჭინეში ასობით ჰექტარი მიწის მოსახლებისთვის წართმევა და შემდეგ ამ მიწების უცხოელებზე გასხვისებასაც ედავებოდნენ, 2012 წლის არჩევნებზე ენმ-ს მაშინდელ კანდიდატს ისიც გაახსენეს, რომ ლესიჭინეში, რუსთაველის ჩაის ფაბრიკის ჯარდად გაყიდვა მოახდინა. 

არქივი

წინა პოსტი

ბიძინა ივანიშვილის სიტყვა ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით

შემდეგი პოსტი

სოფლის მეურნეობის მინისტრი ზუგდიდში მეთხილე ფერმერებს შეხვდა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი: ხობის მაჟორიტარის დედა “ენმ”-ს წევრს დაუპირისპირდა?

ექსკლუზივი: ხობის მაჟორიტარის დედა “ენმ”-ს წევრს დაუპირისპირდა?

,,კოალიცია ცვლილებებისთვის” ზუგდიდის ოფისი გაიხსნა

,,კოალიცია ცვლილებებისთვის” ზუგდიდის ოფისი გაიხსნა

ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატები სამეგრელოში ცნობილია

ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატები სამეგრელოში ცნობილია