დავით კოდუა „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებში ზუგდიდის დელეგატად წარადგინა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო არჩევნებზე ქყვენის 22 მაჟორიტარულ ოლქში დელეგატები წარადგინა. ზუგდიდში მმართველი პარტიის დელეგატი დავით კოდუა იქნება.
დავით კოდუა სხვადასხვა დროს სხვადასხვა საპოასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობდა, 2016-2018 წლებში იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე. 2014-2016 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი. 2013-2014 წლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კომპანიის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სერვისცენტრის შემოსაველების სამსახურის უფროსი
დავით კოდუას განათლება დიდ ბრიტანეთში აქვს მიღებული. ის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრია (MBA), დამთავრებული აქვს ლონდონის კომერციის სკოლა (London School of Commerce – Cardiff Metropolitan University). მანამდე, დავით კოდუამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი დაამთავრა. მას უმაღლესი პროფესიული პროგრამები ბიზნეს ადმინისტრირების კუთხით გავლილი აქვს ბიზნეს სკოლა ESM-ში (თავისუფალი უნივერსიტეტი).




