ზუგდიდში მცხოვრები ნუცა გერგებადა 100 წლის გახდა

ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ, მის პირველ მოადგილესთან კონსტანტინე კაკავასთან ერთად, უხუცეს ქალბატონ ნუცა გერგედავას 100 წლის იუბილე მიულოცა და თაიგული მიართვა. ნუცა გერგედავა 3 შვილის დედა, 5 შვილიშვილისა და 6 შვილთაშვილის ბებიაა.
„მამუკა წოწერიამ იუბილარ ქალბატონს ჯანმრთელობა და ტკბილი სიბერე უსურვა. ნუცა გერგედავას მერიისგან საჩუქრად 1000 ლარი გადაეცემა.
უხუცესი ქალბატონი წლების განმავლობაში, ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლაში, შემდეგ კი სკოლა-ინტერნატში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობდა“ – ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.






