წალენჯიაში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. განსაკუთრებით დაზარალდა საჩინოს, ჩქვალერის და ჯვარის ადმინისტრაციული ერთეულები, სადაც უხვმა ნალექმა დატბორა საცხოვრებელ სახლების ნაწილის პირველი სართულები, სახნავ-სათესი სავარგულები და ზოგიერთ ადგილას ჩამორეცხა საუბნო გზები.
წყალმოვარდნის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის განცხადებით, გაუნადგურდათ საყოფაცხოვრებო ნივთები და მოსავლის უმეტესი ნაწილი.




