POSTV-ს გადამღები ჯგუფის ხელშეშლისთვის სასამართლომ ვიტალი გუგუჩიას 5000 ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, პოსტვის გადამღები ჯგუფისთვის ძალადობის და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის საქმეზე, გირჩის წევრს ვიტალი გუგუჩიას გირაოს სახით 5 ათას ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა.
მოსამართლე ეკატერინე ბებიამ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა, რომლის მიხედვით არსებობდა მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. რაც შეეხება ბრალდებულს, მისი განმარტებით პროკურორს არ ეთანხმება, თუმცა მიმალვას არ აპირებს.
ადვოკატის მტკიცებით, კი ბრალდებული უდანაშაულოა და ძალადობა მედიის წარმომადგენლების მხრიდან იყო პროვოცირებული. მიუხედავად იმისა რომ ბრალდების მხარე გადაწყვეტილებას კატეგორიულად არ ეთანხმება, ბრალდებული გირაოს გადახდას მაინც აპირებს. აღნიშნულ საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 24 სექტემბერს ჩაინიშნა.
ამავე თემაზე:




