მთავრობა რუხის კლინიკისთვის მრტ სკანერს ყიდულობს – სკანერი რეგიონში არცერთ კლინიკას არ აქვს

მთავრობა რუხის კლინიკისთვის მრტ სკანერს 2.5 მილიონი დოლარად ყიდულობს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ამჟამად არცერთი მრტ სკანერი არაა, რაც ადგილობრივ პაციენტთა მომსახურებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, რადგანაც მათ სხვა რეგიონებში უწევთ ამ სერვისის მისაღებად გამგზავრება. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტრომ რუხის კლინიკაში მრტ სკანერების დამონტაჟების გადაწყვეტილება მიიღო.
“სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის სრულყოფილი ფუნქციონირებისა და მოქალაქეთა სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, შპს „რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის“ სამი ტესლა სიმძლავრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატისა და მონტაჟის შესყიდვა განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად”, – ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები

„ქართული ოცნება“ BBC-ის სტატიაზე: „დიპ სტეიტის“ პროპაგანდისტულ იარაღად ქცეულ ე.წ მედიას მძიმე ბრალდების დასამტკიცებლად არანაირი ფაქტი არ აქვს წარმოდგენილი. ყველა ვარაუდი აგებული აქვს კონკრეტული პირების მოსაზრებებზე

რეგიონში კენკროვანი კულტურების გაშენებას მთავრობა 100 %-ით დააფინანსებს


