ფოთში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ჩატარდა

ფოთში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ,, ნანა ლაექსანდრიას თასი“ საზეიმო ვითარებაში დაიხურა.
წელს ფესტივალში უპრეცედენტო რაოდენობის,14 ქვეყნის 500-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ, საერთაშორისო დიდოსტატები და ოსტატები. ფესტივალის პროგრამის ფარგლებში 11 სხვადასხვა კატეგორიის ტურნირი ჩატარდა. მისი საპრიზო ფონდი 60 000 ლარს შეადგენს.
,,საჭადრაკო ფესტივალი ,,ნანა ალექსანდრიას თასი” თავისი მასშტაბით მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ფოთისთვის, რადგან მასში ქართველ მოჭადრაკეებთან ერთად, საერთაშორისო დისოსტატები და ოსტატები ერთვებიან. შესაბამისად, აღნიშნულ ფესტივალში მონაწილეობა განსაკუთრებით ჩვენი მოზარდი თაობისთვის დიდი გამოცდილების და მოტივაციის მომცემია. მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნანა ალექსანდრიას ჩვენს ქალაქში და სრულიად საქართველოში ჭადრაკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.ვულოცავ გამარჯვებულ მოჭადრაკეებს მიღწეულ შედეგს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ” -განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.
ფესტივალის ფარგლებში, გასულ წელს დაწესდა საჭადრაკო კლუბ “ნანა”-ს გამორჩეული მასწავლებლის, ფიდეს ოსტატის და წლების განმავლობაში ფესტივალის აქტიური მონაწილის ,,გიორგი გამზარდიას თასი”.
საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი “ნანა ალექსანდრიას თასი -2024” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით გაიმართა. ფესტივალის ორგანიზატორიაქ ფოთის საჭადრაკო კლუბი “ნანა”. ღონისძიებას მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი მასპინძლობდა.







