ვიცე პრემიერი ირაკლი ჩიქოვანი ვლაქერნობის დღესასწაულზე იმყოფებოდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ვლაქერნობის დრესასწაულს დაესწრო. ირაკლი ჩიქოვანი მედიისთვის მიცემულ კომენტარში აღნიშნავს:
„მინდა მთლიანად საქართველოს მივულოცო ვლაქერნობა, ეს არის უდიდესი დღესასწაული, რომელსაც ჩვენ აღვნიშნავთ ზუგდიდში, ეს არის შესაძლებელობა, როდესაც ღვთისმშობლის კვართი გამობრძანდება და დასვენებული იქნება ტაძარში და ყველას ექნება საშუალება, რომ მოილოცოს. ძალიან ბევრი სტუმარია დღეს ქალაქში, ეს არის მნიშვნელოვანი დღესასწაული მართლმამდებლური სამყაროსთვის, კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ჩვენს სამშობლოს ეს დღე, ღვთისმშობელმა დალოვცოს და დაიფაროს ჩვენი სამშობლო“ – წერს ირაკლი ჩიქოვანი.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ჩიქოვანი სენაკის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა

ირაკლი ჩიქოვანი: საქართველოს, როგორც მედიატორის როლი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს გამყარდა


