წალენჯიხაში არასრულწლოვანმა ცივი იარაღით თანატოლი დაჭრა

წალენჯიხაში არასრულწლოვანმა ცივი იარაღით თანატოლი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ უძღოდა არასრულწლოვნებს შორის ჯერ სიტყვიერი, შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება, რის შედეგად ერთი პირი დაჭრეს.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, დაჭრილი არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით პაციენტს შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სისხლიანი დაპირისპირება არასრულწლოვნებს შორის გუშინ, წალენჯიხის ერთ-ერთ სოფელში, მდინარის სანაპიროზე მოხდა, სადაც თანატოლები საბანაოდ იმყოფებოდნენ.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.



