სამოქალაქო აქტივისტებმა ზუგდიდის ცენტრში მდებარე შადრევანში წითელი საღებავი ჩაასხეს

ზუგდიდში, ცენტრალურ ბულვარში, ზვიად გამსახურდიას ბიუსტის წინ მდებარე შადრევანში ,,უცხოური გავლენის გამჭირვალობის” კანონის მოწინააღმდეგებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა წითელი საღებავი ჩაასხეს.
,,რეჟიმის სახე!!
როგორც ეს წყალი შეიღება წითლად, ზუსტად ისე დასრულდება რუსული რეჟიმი! არა რუსულ კანონს” – წერს ,,დროას” აქტივისტი მარიამ სიჭინავა.



