ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე ჩხოროწყუში აღნიშნეს

ჩხოროწყუში, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აღინიშნება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს. ჩხოროწყუს დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სადღესასწაულო მსვლელობა გაიმართა, რომელსაც მრევლთან ერთად მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდნენ და მოქალაქეებს ოჯახის სიწმინდის დღე მიულოცეს.





