სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან თბილისში გამართულ აქციაზე 12 ათასზე მეტი ადამიანი გაემგზავრა

თბილისში დღეს დაგეგმილ სახალხო შეკრებას მოქალაქეები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან უერთდებიან.
მოქალაქეები სხვადასხვა ლოკაციიდან უკვე დაიძრნენ. როგორც ისინი აცხადებენ, მიდიან ქვეყნის ეროვნული ინტერესები დასაცავად და დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად, ასევე სურთ ქვეყანაში მშვიდობა და განვითარება. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სახელმწიფოს ღირსეული მომავლისთვის მნიშვნელოვანია მამულის, ენის და სარწმუნოების დაცვა, თუმცა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნას.
დღეს, სახალხო შეკრებას სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტი შეუერთდება. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციაზე რეგიონიდან 12 ათასზე მეტი ადამიანი გაემგზავრა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მამუკა წოწერიას განცხადებით, დღევანდელ სახალხო შეკრებაზე მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან 5 ათასზე მეტი მოქალაქე შეუერთდება. მისი თქმით, ქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი თვითორგანიზებითაც მიემგზავრება და მათი მთავარი სათქმელი არის იმ ღირებულებებს, რომლებიც განმსაზღვრელია ქართული თვითმყოფადობის.




