ოთარ ქადარია გახარიას პარტიის ზუგდიდელ წევრებს: დადექით მელიასთან, გვარამიასთან და მიშასთან…

ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ოთარ ქადარია გახარიას პარტიის ზუგდიდელ წევრებს ფესიბუქში მიმართავს და მათ ნიკა გვარამიასთან და ნიკა მელიასთან დგომის გამო აკრიტიკებს.
„ძალიან, ძალიან რთულია ჩემთვის, ამ პოსტის დაწერა… ჩვენ ურთულესი პერიოდი გავიარეთ, როცა საღი აზრის და თავისუფალი სიტყვის ამოღების გამო თავში “დუბინკებს” გვირტყამდნენ… მიუხედავად ამისა, ვიდექით ვაჟკაცურად და გვჯეროდა, რომ ჩვენი შვილებისთვის ვქმნიდით ღირსეულ მომავალს, ისეთს, სადაც ჩვენი მომავალი თაობა, იცხოვრებდა წარსულთან შერწყმით და გააგრძელებდა ღირსეულ, ქართულ სულისკვეთებას….
დღეს, ჩემი “მეგობრები” დგანან, “ნიკა გვარამიების” გვერდით და ებრძვიან საქართველოს დამოუკიდებლობას, დგანან “მოწერელიებთან”, “გახარიებთან”, “გვარამიებთან” და აგინებენ “მელიებს” – ვისთანაც 2 წლის წინ შექმნეს კოალიცია და ერთად იკავებენ თანამდებობებს ( ემსახურებიან სახელფასო ბარათებს) და ხალხთან კავშირი გაწყვიტეს!!! ამას ვერ გაგიტარებდით “ბიჭებო”, დადექით მელიასთან, გვარამიასთან და მიშასთან… მე, თქვენთან საერთო აღარაფერი აღარ დამრჩა…
პ.ს. ძმაკაცობა ვიცი ორმხრივი!!!! ზუგდიდელობა “ბულინგს” არ ექვემდებარება!!!!“ წერს ქადარია სოციალურ ქსელში და ფოტოებს აქვეყნებს სადაც თბილისში გამართულ აქციაზე ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე გიგა ფარულავა, გახარიას პარტიის წალენჯიხის, მარტვილის საკრებულოს წევრებთან ერთად დგას.


მსგავსი სიახლეები

სენაკის მერი გახარიას პარტიის ადგილობრივ წევრს არაკომპეტენტურობასა და სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებად თაზო ფაცაცია, ოთარ ქადარია და კონსტანტინე კაკავა აირჩიეს


