სად არიან სკოლის დირექტორები – ნათია ხუფაცარიას პასუხი მშობელს

ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „ნეოგენის“ თანამშრომელს ნინო კემულარიას, რომელიც სოციალურ ქსელში ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროტესტს ეხმიანება და წერს „სკოლის დირექტორები სად ვართ?“ ზუგდიდის პირველი სკოლის დირქტორი ნათია ხუფაცარია ეხმაურება.
„ქალბატონო ნინო, მე თქვენი შვილის სკოლის დირექტორი ვარ და ასევე იმ გუნდის წევრი , რომელმაც საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერა, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია, ამავე გუნდს უკავშირდება ასოცირებაც და კანდიდატის სტატუსი! ამ გუნდის მეთაურობით ჩვენი ქვეყანა აუცილებლად ღირსებით შევა ევრო კავშირში! იცით ზედმეტად რატომ არ ვაქტიურობ ? განსხვავებული აზრის მქონე მშობლების ძალიან დიდი პატივისცემის გამო და კიდევ იმიტომ, რომ არ მინდა ბავშვებმა ინერვიულონ, თუ ამ განსხვავებული აზრის მქონე მშობელთა მხარე სახეს დაკარგავს და შემოვა მიუღებელ საჯარო დაპირისპირებაში!
და კიდევ, ძალიან კარგ ღონისძიებას ვამზადებთ სკოლაში საქართველოსა და ევროპის ურთიერთობაზე. პრემიერა გვექნება 9 მაისს, ევროპის დღეს და გეპატიჟებით!“ წერს ნათია ხუფაცარია სოციალურ ქსელ ფეისბუქში. ნათია ხუფაცარია ზუგდიდის საკრებულოს წევრი და „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელია.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: დაბრუნდა მესამე მსოფლიო ომის საფრთხე და ბირთვული ომის რიტორიკა, ამ დროს ჩვენ, პატარა ქვეყანა, ჩვენი ერი, რომელიც გამოირჩევა თავისი გონიერებით და ვიცით, როგორ გადავრჩეთ, სად მივექანებით, სად მიგვაქანებენ ეს ადამიანები

ახალსოფელში სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს


