ირაკლი ჩიქოვანი: ვულოცავ ზუგდიდის თეატრის თითოეულ თანამშრომელს ამ მნიშვნელოვან თარიღს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი და ზუგდიდის ყოფილი მაჟოროტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდის თეატრის თანამშრომლებს თეატრის საიუბილეო თარიღს ულოცავს.
,,ზუგდიდის თეატრი 156 წლისაა. ჩვენს ქალაქში პირველი სპექტაკლი სწორედ 1868 წლის 11 აპრილს დაიდგა. მოლიერის ,,ძალად ექიმი” გახდა ზუგდიდის თეატრალური ცხოვრებისთვის პირველი წარმოდგენა, მას შემდეგ ჩვენს თეატრს არაერთი წარმატება ჰქონდა და ძალიან ბევრი თეატრალი შესძინა საქართველოს.
მნიშვნელოვანია, რომ ზუგდიდს ,,ქართუ” ჯგუფი ახალ თეატრს უშენებს, ეს იქნება საეტაპო ნაბიჯი ამ თეატრის კიდევ უფრო მეტი განვითარებისა და წარმატებისთვის. ახალი თეატრი, ამ სფეროში არსებულ ყველა თანამედროვე სტანდარტს დააკმაყოფილებს და ჩვენი ქალაქის კულტურულ ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეცვლის.
ვულოცავ შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის თითოეულ თანამშრომელს ამ მნიშვნელოვან თარიღს და წარმატებებს ვუსურვებ!” წერს ირაკლი ჩიქოვანი.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ჩიქოვანი – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ზღვისპირა სოფლებს, ტურიზმის დიდი პოტენციალი აქვსთ და ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ შეიძლება ხელი შევუწყოთ ამ მიმართულებას

ირაკლი ჩიქოვანი: მადლობა ზუგდიდის მოქმედ მერს მამუკა წოწერიას, მან ძალიან ბევრი იშრომა ამ მუნიციპალიტეტისთვის, მამუკა, არჩევნების შემდეგ საკრებულოში იქნება ჩვენი გუნდის ლიდერი


