საქართველოს ნაკრების გამარჯვების აღსანიშნავად ზუგდიდში პასპორტის ორიგინალური შალითი შექმნეს [ფოტო]
![საქართველოს ნაკრების გამარჯვების აღსანიშნავად ზუგდიდში პასპორტის ორიგინალური შალითი შექმნეს [ფოტო]](https://api.stv.ge/uploads/2024/03/IMG_0797-960x640.jpeg)
ზუგდიდში არსებულმა ,,ეკო ჰენდმეიდ” საწარმოს დამფუძნებელმა ეკატერინე ჯოლოგუამ საქართველოს ნაკრების წარმატების ინსპირაციით პასპორტის ჩასადებები შექმნა.
ორიგინალური პასპორტის ჩასადებები საქართველოს ნაკრების ფერებშია გადაწყვეტილი, ამოტვიფრულია საბერძნეთთან გამარჯვების თარიღი, შიდა მხარე კი დატვირთულია ნაკრების ფეხბურთელთა გვარებით. ჩასადების უკანა მხარე ნაკრების ფეხბურთელთა სახელობითი იქნება.
,,ანთებული ვიყავი იდეით, შემქმნა მერჩი ამ ისტორიული მატჩის თემაზე… პირველ ნიმუშზე რა თქმა უნდა ზუგდიდის სიამაყის – კვეკვესკირის გვარია დატანილი. არვინ გაბედოს ამ პასპორტის შალითის გარეშე გერმანიაში გაფრენა” – აცხადებს ჯოლოგუა.






![ზუგდიდში ვლაქერნობას აღნიშნავენ [ფოტო]](https://api.stv.ge/uploads/2019/07/67381412_440761313440475_1637565953589903360_n.jpg)
![დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებები ზუგდიდში [ფოტო]](https://api.stv.ge/uploads/2025/05/500832327_1107504754738211_199908856678570996_n-960x640.jpg)
![ლენინის ძეგლი ზუგდიდში [დღის ფოტო]](https://api.stv.ge/uploads/2019/02/50822374_2327121507320240_6900850716147974144_n.jpg)