ხობში ნოჯიხევის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას სახელმწიფო რმწუნებულის ადმინისტრაციის პრეს სამსახური ავრცელებს.
არსებულ ორკილომეტრიან მონაკვეთზე აქამდე მხოლოდ გრუნტის გზა იყო. ახალი გზის რეაბილიტაციისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარამდე გამოიყო, გზასთან ერთად ეწყობა სანიაღვრე სისტემაც.
მიმდინარე პოცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ხობის მერთან დავით ბუკიასთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.




