ბედნიერების კვირეულის ფარგლებში ფილოსოფოსი გიგი თევზაძე ვებინარს ჩაატარებს

20 მარტი ბედნიერების საერთაშორისო დღეა. ბედნიერების ფონდი 20 მარტიდან 25 მარტის ჩათვლით ატარებს ბედნიერების კვირეულს. კვირეულის ფარგლებში 6 სპიკერი გამართავს ონლაინ (Zoom) ვებინარს.
ფილოსოფოსი, 4D კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი გიგი თევზაძე კვირეული ფარგლებში ვებინარს – სახელმწიფო და ბედნიერების შესაძლებლობა: შკალის პარამეტრები – წარმოგვიდგენს. ჩატარების თარიღი: 20 მარტი, 21:00 საათი.
კვირეულის მიზანია:
ბავშთა ჰოსპისის ,,ციცინათელების ქვეყანა“ თანადგომა და საზოგადოების გათვითცნობიერებისა და პრაქტიკულად სასარგებლო ცოდნის გაზიარების ხელშეწყობა იმისათვის, რომ ადამიანებმა კარგად იგძნონ თავი და არა მხოლოდ განიცადონ ბედნიერება, არამედ ვებინარებზე მონაწილეობით გახდნენ სხვებისთვის სიკეთისა და ბედნიერების განცდის გამცემი.
კვირეულის ვებინარებიდან შემოსული თანხა მოხმარდება ბავშვთა ჰოსპისს ,,ციცინათელების ქვეყანა“ (70 %) და ფონდის ბენეფიციარებს (30%).
ვებინარებზე რეგისტრაცია შესაძლებელია მითითებულ ბმულზე https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScCkovsvQGgZLnF1tOD0VWecr0DZmECefu-V16u8nKnvUQjWA/viewform
დონაციის სურვილის შემთხვევაში თანხა შეგიძლიათ ბედნიერების ფონდის ლიბერთი ბანკის ანგარიშზე 1 ლარიდან. GE85LB0111162834674000 დანიშნულებაში ჩაწერეთ „შემოწირულობა“ (ჩარიცხვის ქვითარი გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: myhappinessfund@gmail.com ან ფეისბუქ გვერდის მესენჯერში https://www.facebook.com/1happiness.fund)
შესაძლებელია ელექტრონული ორენოვანი სერთიფიკატის მიღება, რომლის ღირებულება 35 ლარია და რომელიც სრულად მოხმარდება ქველოქმედებას.
ვისაც დონაციის გაცემის შესაძლებლობა არ აქვს, შეუძლია დაესწროს ვებინარებს უფასოდ.
🤝 ბედნიერების კვირეულის ფარგლებში ბედნიერების ფონდის პარტნიორია Dadiani Production
🤝 საინფორმაციო მხარდამჭერი _ STV.GE
🟠 აქ შენი ბედნიერების ფონდია!




