stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ამბები სამეგრელოდანდღის ამბებიმთავარი ამბებიპოლიტიკა

ქართული ოცნების ლიდერები სამეგრელო-ზემო სვანეთის პარტიულ აქტივს შეხვდნენ

09.03.2024 / 9 მარტი 2024
ქართული ოცნების ლიდერები სამეგრელო-ზემო სვანეთის პარტიულ აქტივს შეხვდნენ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის პარტიულ აქტივს შეხვდა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების – ზუგდიდის, ⁠მესტიის, ⁠ჩხოროწყუს, ⁠ხობის, სენაკის, მარტვილის, აბაშის, ფოთისა და წალენჯიხის პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდნენ.

ზუგდიდში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მერაბ ქვარაია, გრეტა წიწავა, ირაკლი ზარქუა, გიორგი ხახუბია, ედიშერ თოლორაია, ლევან მგალობლიშვილი, ირაკლი ბერაია, სოზარ სუბარი, ვიქტორ ჯაფარიძე, დაჩი ბერაია, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, გიორგი გუგუჩია.

შეხვედრაზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა და აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ისაუბრეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობასა და მზადებაზე.

აღინიშნა, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვება არის ერთადერთი უალტერნატივო გამოსავალი ხალხისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, რაც „ქართულმა ოცნებამ“ და პარტიის დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა მოიტანა.

ხაზი გაესვა, რომ ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის – რისკები, რაც უსაფრთხოებასა და ჩვენი ქვეყნის ომში ჩართულობას, მეორე ფრონტის გადმოტანას უკავშირდებოდა, არსად წასულა.

„ზუგდიდი ყოველთვის იყო გამორჩეული ცენტრი საქართველოში, სწორედ ამიტომ, საუბარი გვქონდა ჩვენი პარტიის გეგმებზე, შემდგომ ნაბიჯებზე. მომდევნო სამი თვის განმავლობაში, ივნისამდე ყველა რეგიონს მოვივლი, ეს არის წინამოსამზადებელი პერიოდი, ამის შემდეგ მოვემზადებით, რომ დავიწყოთ ოფიციალურად კამპანია. ჩვენ გავიხსენეთ, თუ რა რთული მდგომარეობა იყო ზუგდიდში 2012 წელს და შემდეგ ყველა არჩევნებზე სამეგრელოს და ზემო სვანეთის ჩვენი ამომრჩეველი ძალიან ღირსეულად, ძლიერად ედგა პარტიას გვერდით და სწორედ მათი, ჩვენი ხალხის, ჩვენი ამომრჩევლის მხარდაჭერით მივაღწიეთ ძალიან ბევრ გამარჯვებას. ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს ქვეყანაში არის სტაბილურობა, მშვიდობა. ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობა და ძლიერი, სწრაფი ეკონომიკური ზრდა, თუმცა, ის რისკები, რომელიც შარშანწინ და შარშან არსებობდა ქვეყნის წინაშე, ვგულისხმობ გამოწვევებს, რომელიც უკავშირდებოდა უსაფრთხოებას და ზოგადად ჩვენი ქვეყნის ჩართულობას ომში და აქ მეორე ფრონტის გადმოტანას, არსად წასულა. ამ საკითხებზე ვილაპარაკე ჩვენს ამომრჩეველთან, ჩვენი პარტიის აქტივთან და ვუთხარი, რომ რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ გამარჯვება არის ერთადერთი, უალტერნატივო გამოსავალი ჩვენი ხალხისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება.
„ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მოიტანა მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება და დემოკრატია. 2012 წელს კარგად გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო. ჩვენი ქვეყანა და ხალხი არასოდეს დაბრუნდება იმ ტერორში და უბედურებაში, რომელიც ქვეყანაში აგენტურის მიერ იყო დამყარებული. ჩვენ კარგად ვნახეთ, ხალხმა ნახა, რა უბედურება მოუტანა უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებელმა ხელისუფლებამ და ქართველი ხალხის ინტერესების მოღალატე ხელისუფლებამ. ქვეყანა დაანგრიეს რეალურად, ამიტომ ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, რომ ხელმეორედ და სამუდამოდ დაანგრიონ ჩვენი ქვეყანა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეს არჩევნები, ამიტომ სჭირდება მობილიზაცია ჩვენს პარტიას. ამ მიზანს ემსახურება ჩემი სიარული რეგიონებში. პროპორციული არჩევნები ტარდება პირველად, ეს იქნება სრულად პროპორციული არჩევნები, ელექტრონულად ჩატარდება, აღარ იქნება მეორე ტურები და ამიტომ საჭიროა, რომ ჩვენმა პარტიამ აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს არის ჩვენი მიზანი და მთავარი გზავნილი“- ირაკლი ღარიბაშვილი.

„ზუგდიდიდან მივესალმები მეგრელებს და სვანებს. ბევრი ვისაუბრეთ მათთან, ძალიან კარგი შეხვედრა იყო, ძალიან თბილი, როგორც ეს ყოველთვის ხდება ხოლმე. ჩვენ დავიწყებთ მომდევნო თვეებში არჩევნებისთვის მზადებას და დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი ადამიანი დარჩება, ვინც ჩვენს აქტივში, „ქართული ოცნების“ ოჯახში არ იბრძოლებს საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის. ეს შემართება დღეს, შეხვედრაზეც გამოკვეთილად ჩანდა. დიდი მადლობა „ქართული ოცნების“ ამ დიდი ოჯახის თითოეულ წარმომადგენელს, განსაკუთრებით მეგრელებს და სვანებს. ჩვენი პარტიული წარმომადგენლები არიან როგორც საჯარო მოხელეები, ასევე კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანები, შეიძლება ზოგი დასაქმებულიც კი არ იყოს, მაგრამ ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა“, – მამუკა მდინარაძე.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდება. პირველი შეხვედრა აჭარაში გაიმართა.

News image 1
წინა პოსტი

მდინარაძე „ხმა ერისა ხმა ხსნისა“  აქციაზე: დავავალებ, რომ დეტალურად გამოიკვლიონ ეს საკითხი

შემდეგი პოსტი

მალთაყვაში ნიჩბოსნობისა და კანოეს ბაზის მშენებლობა მიმდინარეობს – სამუშაოები მინისტრმა მოინახულა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის პარტიულ აქტივს შეხვდება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის პარტიულ აქტივს შეხვდება

„ქართული ოცნების“ ლიდერები აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში პარტიულ აქტივთან შეხვედრებს გამართავენ

„ქართული ოცნების“ ლიდერები აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში პარტიულ აქტივთან შეხვედრებს გამართავენ

“ქართული ოცნების” ლიდერები ზუგდიდში პარტიულ აქტივს დახურულ კარს მიღმა ხვდებიან

“ქართული ოცნების” ლიდერები ზუგდიდში პარტიულ აქტივს დახურულ კარს მიღმა ხვდებიან