წალენჯიხის მერმა და მოადგილემ ქალებს 8 მარტი მიულოცეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ და მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის წალენჯიხისა და ჯვარის სამსახურების ქალბატონებს მიულოცეს, წარმატებები, ქალური ბედნიერება და დიდი ხნის სიცოცხლე უსურვეს. ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.
„ქალთა დღე ქალთა მიერ ბრძოლის და უფლებების მოპოვებით დაიწყო და საბოლოო ჯამში ქალთა საერთაშორისო დღედ გამოცხადდა და დღესასწაულად ჩამოყალიბდა. ამ დღეს ჩვენ ხაზს ვუსვამთ ქალთა როლს სახელმწიფოს, საზოგადოების, ეკონომიკურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში და ეს დღესასწაული გახდა გაცილებით უფრო თბილი, შეაღწია ყველა ოჯახში და ამ დღეს, ვულოცავთ ჩვენს დიდებულ ქალბატონებს, ჩვენს ბებოებს, დედიკოებს, მეუღლეებს, მეგობრებს, კოლეგებს და ვუსურვებთ მათ მეტ როლს საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. მეტ სიკეთეს და სითბოს ოჯახებში.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტმა წელს განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ექთნების, სასწრაფო-გადაუდებელი დახმარების ექიმების თავდაუზოგავ შრომას.
ეს ადამიანები საკუთარი კვალიფიკაციით, საკუთარი შესაბამისად აუნაზღაურებელი შრომით , ძალიან საიმედოები არიან ჩვენი მოსახლეობისათვის. სწორედ მოსახლეობის სახელით უხდის მერია მათ მადლობას სიმბოლური ფულადი საჩუქრების გადაცემით. კიდევ ერთხელ ვულოცავ წალენჯიხელ ქალბატონებს, ქართველ ქალბატონებს და ზოგადად მსოფლიოს ყველა ქალბატონს 8 მარტს, თბილ და ბრწყინვალე დღესასწაულს”-აღნიშნა გიორგი ხარჩილავამ.
8 მარტთან დაკავშირებით, გიორგი ხარჩილავას ინიციატივით,ფულადი საჩუქრები გადაეცათ სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მედ-პერსონალს, საპენსიო ასაკის მქონე მედდებს,რომლებიც ამჟამად არ მუშაობენ და 100 წელს გადაცილებულ ქალბატონებს.
100-100 ლარის ოდენობის თანხა საერთო ჯამში 100 წელს გადაცილებულ 5 ქალბატონს, 35 სასწრაფოსა და 112 საპენსიო ასაკის მედდას გადაეცა“ – ნათქვამია წალენჯიხის მერიის ნიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




