ზუგიდიდის ბოტანიკური ბაღი ისტორიული ბაღების VII ევროპულ ფორუმს უმასპინძლებს

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი 2024 წლის 29 და 30 მაისს ისტორიული ბაღების VII ევროპულ ფორუმს უმაპინძლებს.
კონფერენცია გაიმართება შემდეგ თემებზე:
“ისტორიული ბაღები ახალი საუკუნეების მიჯნაზე: “ტრადიციული სიწმინდეები თუ კვლევის ექსპერიმენტული ველები?
„ისტორიული ბაღების საერთო გამოწვევები: მავნებლები და დაავადებები“.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, ევროპის 32 ქვეყნის 47 ბაღთან ერთად, 2022 წლიდან არის აღნიშნული ორგანიზაციის წევრი.




