დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, წალენჯიხის მერიის ორ თანამშრომელს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის თებერვალში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის, დარგობრივი ეკონომიკის, ქონების მართვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსმა და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის, საფინანსო ზედამხედველობისა და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე 1550 კვ.მ მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 20 000 ლარი”, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წალენჯიხის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მებონია და საფინანსო განყოფილების სპეციალისტი ბესარიონ ძაძამია, ანტიკორუფციულმა სამსახურმა, 26 თებერვალს დააკავა.
მსგავსი სიახლეები

დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ წალენჯიხის მერიის ორ თანამშრომელს, ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ

სუსმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე წალენჯიხის მერიის ორი თანამშრომელი დააკავა


