ირაკლი ზარქუამ პარლამენტის ტრიბუნიდან განათლების სამინისტროს მეგრულად მიმართა და სთხოვა მეგრული, სვანური და აფხაზური ენები სკოლებში ასარჩევად იყოს

საქართველოს პარლამენტის წევრმა, უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტში გამოსვლის დროს საზოგადოებას მეგრულად მიმართა. ზარქუამ თქვა, რომ მან და მისმა ოჯახის წევრებმა მეგრული კარგად იციან:
„ჩემი ძირი წალენჯხიდან მოდის და ვიტყვი, რომ ჩემი აზრით ყველაზე სუფთა მეგრულით წალენჯიხაში საუბრობენ, შეიძლება სუბიექტური ვიყო, მაგრამ მე მჯერა და მწამს ჩვენი ერთობლივი მუშაობით შევძლებთ, იმას რომ უფრო განვავითაროთ და მხარი დავუჭიროთ ჩვენს მეგრულ, სვანურ და აფხაზურ ენებს. ასე რომ ყველამ ოპოზიციამ და პოზიციამ უნდა ვიღვაწოთ იმისთვის, რომ ჩვენი ენები განვავითაროთ. მე მინდა განათლების სამინისტროს ვთხოვო, რომ სკოლებში მეგრული, სვანური, აფხაზური ენები იყოს ასარჩევად და ვისაც აქვს შესაძლებლობა და სურვილი ექნებათ კლასებში ასარჩევად ეს ენები და ისწავლიან ამ უძველეს ენებს,“ – განაცხადა მეგრულად საუბრის დროს ირაკლი ზარქუამ.
მსგავსი სიახლეები

ანა წითლიძემ პარლამენტის ტრიბუნიდან საზოგადოებას მეგრულად მიმართა

ირაკლი ჩიქოვანი დათო კოდუაზე: როდესაც გუნდს დასჭირდა უარი თქვა პარლამენტის წევრობაზე და მოდის ზუგდიდში, რათა თავისი ენერგია, ცოდნა და გამოცდილება უშუალოდ ამ მუნიციპალიტეტს მოახმაროს


