ფოთის მერი: „ჩვენ გუნდის მიზანია, ყველა ის სიკეთე, რასაც ვქმნით და მომავალში შევქმნით, ქალაქის მასშტაბით, თითოეულ უბანში, თითოეულ ადამიანამდე მივიდეს“

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ბექა ვაჭარაძემ, ნაბადის უბანში, არზიანის ქუჩაზე, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
მერმა, შეხვედრაზე მოსახლეობას გააცნო ინფორმაცია – დასრულებულ, მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე. ასევე მოისმინა ადგილობრივების როგორც ინდივიდუალური ისე საერთო მოთხოვნები.
ნაბადის უბანში, ე.წ. შტაბის დასახლებაში, არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა:
არზიანის, ჯიქიას და ელადას ქუჩებზე ჩატარდა ასფალტირების მოწყობის სამუშაოები;
გადაიხურა მრავალბინიანი სახლების სახურავები შემდეგ მისამართებზე: ჯიქიას N 1, ჯიქიას N 5 , ჯიქიასN N 7, ჯიქიას 9, არზიანის N 11, ბარბაქაძის N 2, არზიანის N 8, სამეგრელოს N 16, სამეგრელოს N 30, ელადას N 21; სევასტოპოლის N 2 კორპუსში რეაბილიტირდა ლიფტი.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მასშტაბური სამუშაოები სარსანიას ქუჩაზე და N 8 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია.
მოსახლეობასთან კომუნიკაციის შედეგად დაიგეგმა ეზოების კეთილმოწყობა.
ფოთის მერიის პრიორიტეტი მოსახლეობის საჭიროებაზე მორგებული პროგრამების და პროექტების განხორციელებაა. შესაბამისად მსგავსი სახის შეხვედრები აქტიურად გაგრძელდება.


მსგავსი სიახლეები

ფოთის მერი: „ჩვენი მიზანია ქალაქის ყველა უბანში შეიქმნას უსაფრთხო, თანამედროვე და კომფორტული საგზაო ინფრასტრუქტურა“

ფოთის მერი: „ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ქალაქის იერსახის მოწესრიგებასა და გალამაზებაზე ზრუნვას“


