ზუგდიდის მერი: გივი სოსელია ღირსეული ზუგდიდელი იყო, ყველასთვის პატივსაცემი ადამიანი თავისი ინტელექტითა და მიდგომებით

საპატიო ზუგდიუდელისა და ზუგდიდის ფაიფურის ქარხნის ყოფილი დირექტორის გივი სოსელიას გარდაცვალებას ზუგდიდის მერი ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ეხმაურება:
„კიდევ ერთმა კარგმა ზუგდიდელმა დაგვტოვა, ვისი სახელიც ამ მუნიციპალიტეტის წარმატებას პირდაპირ უკავშირდება.
გივი სოსელია ღირსეული ზუგდიდელი იყო, ყველასთვის პატივსაცემი ადამიანი თავისი ინტელექტითა და მიდგომებით.
მრეწველობის დარგში არაერთი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი, საქართველოში ერთადერთი და სახელგანთქმული ფაიფურის ქარხნის სახელოვანი დირექტორი. ადამიანი, რომელიც სხვადასხვა წამყვანი თანამდებობიდან 45 წელზე მეტი პირნათლად ემსახურა თავის ქალაქსა და ქვეყანას.
ბატონ გივის გასულ წელს საპატიო ზუგდიდელი წოდება მივანიჭეთ.
გივი სოსელიას გარდაცვალებას ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებსა და სრულიად ზუგდიდს.“ – წერს მმაუკა წოწერია.



