stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ამბები სამეგრელოდანახალი ამბებირეგიონი

2023 წელს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორია ვიზიტორებისთვის მარტვილის კანიონი იყო

14.02.2024 / 14 თებერვალი 2024
2023 წელს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორია ვიზიტორებისთვის მარტვილის კანიონი იყო

2023 წელს ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორიები ვიზიტორებისთვის პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი და სათაფლია იყო.

აღნიშნულის შესახებ სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტომ“ „ინტერპრესნიუსს“ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობა.

კერძოდ, 2023 წელს პრომეთეს მღვიმემ 230 677 ვიზიტორს უმასპინძლა, საიდანაც საქართველოს მოქალაქე 49 917 პირი იყო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქე 180 760 პირი იყო. 2023 წელს მარტვილის კანიონმა 228 998 ვიზიტორს უმასპინძლა, საიდანაც საქართველოს მოქალაქე 81 746 პირი იყო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქე კი 147 252 პირი იყო. სათაფლიამ კი 2023 წელს 96 956 ვიზიტორს უმასპინძლა, საიდანაც საქართველოს მოქალაქე 69 220 პირი იყო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქე 27 736 პირი იყო.

რაც შეეხება 2022 წელს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა მონაცემებს, ამ შემთხვევაში პრომეთეს მღვიმე, მარტვილის და წალკის კანიონები ლიდერობდნენ.

კერძოდ, 2022 წელს პრომეთეს მღვიმემ 175 788 ვიზიტორს უმასპინძლა, საიდანაც საქართველოს მოქალაქე 37 126 პირი იყო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქე 138 662 პირი იყო. 2022 წელს მარტვილის კანიონმა 172 194 ვიზიტორს უმასპინძლა, საიდანაც საქართველოს მოქალაქე 53 803 პირი იყო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქე 118 391 პირი იყო. 2022 წელს წალკის კანიონმა 103 061 ვიზიტორს უმასპინძლა, საიდანაც საქართველოს მოქალაქე 61 277 პირი იყო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქე 41 784 პირი იყო.

გარდა ამისა, ვიზიტორებისთვის სამი ყველაზე ნაკლებად პოპულარული დაცული ტერიტორიები 2022 წელს აჯამეთის აღკვეთილი, მარიამჯვარის დაცული ტერიტორიები და მაჭახელას ეროვნული პარკი იყო. ხოლო 2023 წელს სამ ყველაზე ნაკლებად პოპულარულ ადგილის სიას მაჭახელას ეროვნული პარკი ტოვებს და მას ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი ანაცვლებს.

კერძოდ, 2022 წელს აჯამეთის აღკვეთილმა 100 ვიზიტორს უმასპინძლა, საიდანაც ყველა პირი საქართველოს მოქალაქე იყო. 2023 წელს კი აჯამეთის აღკვეთილმა 346 ვიზიტორს უმასპინძლა, საიდანაც საქართველოს მოქალაქე 325 პირი იყო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქე 21. 2022 წელს მარიამჯვარის დაცული ტერიტორიებმა 187 ვიზიტორს უმასპინძლა, საიდანაც ყველა პირი საქართველოს მოქალაქე იყო. ასევე, 2023 წელსაც მარიამჯვარის დაცულმა ტერიტორიებმა სულ 223 პირს უმასპინძლა, რომლებიც სრულად საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. 2022 წელს მაჭახელას ეროვნული პარკმა სულ 890 ვიზიტორს უმასპინძლა, საიდანაც ქართველი 405 პირი იყო, ხოლო უცხოელი 485. 2023 წელს კი ფშავ-ხევსურეთის ეროვნულმა პარკმა 1 357 ვიზიტორს უმასპინძლა, საიდანაც ქართველი 557, ხოლო უცხოელი 800 პირი იყო.

სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტომ“ 25 დაცული ტერიტორიიდან 2022 წელს სულ 902 063 ვიზიტორს უმასპინძლა, საიდანაც უცხო ქვეყნის მოქალაქე (488 408) უფრო მეტი იყო, ვიდრე საქართველოს მოქალაქე (413 655). ამასთან, სააგენტომ 2023 წელს სულ 1 076 574 დამთვალიერებელს უმასპინძლა, საიდანაც კვლავ უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა (627 262) ლიდერობდა, ვიდრე საქართველოს მოქალაქეების (449 312).

რაც შეეხება სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ ტურისტული მომსახურებიდან მიღებულ შემოსავალს.

სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ ინფორმაციით, 2022 წლის შემოსავალმა შეადგინა – 8,073,100.00 ლარი, ხოლო 2023 წლის შემოსავალმა შეადგინა – 10,507,200.00 ლარი.

სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ მიერ დაქვემდებარებაშია შემდეგი დაცული ტერიტორიები: პრომეთეს მღვიმე, თბილისის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, სათაფლია, მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, მტირალას ეროვნული პარკი, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ალგეთის ეროვნული პარკი, კოლხეთის ეროვნული პარკი, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები, ქობულეთის დაცული ტერიტორიები, მაჭახელას ეროვნული პარკი, ჭაჭუნას აღკვეთილი, კინტრიშის დაცული ტერიტორიები, ჯავახეთის დაცული ტერიტორიები, თუშეთის დაცული ტერიტორიები, ნავენახევის მღვიმე, კინჩხას ჩანჩქერი, მარიამჯვარის დაცული ტერიტორიები, თეთრა მღვიმე, წალკის კანიონი, აჯამეთის აღკვეთილი და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი.

წინა პოსტი

ხვალ სვანეთში ლამპრობის თეატრალიზებული სანახაობა გაიმართება

შემდეგი პოსტი

ფოთში, შავი ზღვის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულების ეტაპზეა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

2023 წელს ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქი თბილისთან და ბათუმთან ერთად ფოთი იქნება

2023 წელს ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქი თბილისთან და ბათუმთან ერთად ფოთი იქნება

ირაკლი კობახიძე: ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მიღწევა იყო არაბული, Emaar-ის ინვესტიცია – ეს არის 6 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი, რომელიც საქართველოში განხორციელდება

ირაკლი კობახიძე: ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მიღწევა იყო არაბული, Emaar-ის ინვესტიცია – ეს არის 6 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი, რომელიც საქართველოში განხორციელდება

მარტვილის კანიონს 2023 წელს 228 998 ვიზიტორი ჰყავდა

მარტვილის კანიონს 2023 წელს 228 998 ვიზიტორი ჰყავდა