სტიქიის შედეგებს ებრძვიან წალენჯიხაში

ორდღიანმა გადაუღებელმა წვიმამ და ძლიერმა ქარმა წალენჯიხაში პრობლემები შექმნა. Ქარმა დააზიანა საცხოვრებელი სახლები და გაანადგურა ინფრასტრუქტურა.
გრიგალმა მოგლიჯა მრავალწლოვანი ხეები, რის გამოც საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდა. ლიაში, მოგლეჯილმა ხემ დააზიანა ავტომობილი, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
უამინდობის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. აბონენტების ნაწილი ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი.
მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, თუმცა სამუშაობებს ართულებს ძლიერი ქარი. პარალელურად შექმნილია სპეციალური კომისია და ითვლიან ზარალს.




